28 მარტი, 2019

დინა მირცხულავა სამშობლოდან გადაიხვეწა

დინა მირცხულავა სამშობლოდან გადაიხვეწამწერალი დინა მირცხულავა სამშობლოდან გადაიხვეწა.

სამწუხაროდ, ის პირველი არ არის, ვინც საქართველო დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ მაია გოგსაძემ გაავრცელა:

“განადგურებული ვარ! ნუთუ ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი რამე აქვს და ჰყავს ქვეყანას? თანაც ისეთ ადამიანზე, რომელიც უგონოდაა შეპყრობილი თავისი სამშობლოთი, ტყვიაზე წასულა მისთვის და უამრავი დევნა, დამცირება და გაჭირვება გადაუტანია. მერე პატარა ადამიანებმა ვერ აპატიეს ზეპატრიოტიზმი, ნიჭი, განათლება და გონიერება. დღეს სამშობლოდან გადაიხვეწა. კიდევ ერთი აგური გამოეცალა ქვეყნის საძირკველს. ღმერთმა ქნას, ბოლო…”

მომხდართან დაკავშირებით, დინა მირცხულავამ მოკლე კომენტარი გააკეთა:

“ტყვიაზე რომ მივდიოდი, ეგ არ მაპატიეს სწორედ…. იმიტომ, რომ მაგ ხელისუფლებას არ სჭირდება ერთგული ადამიანები… ზუსტად თქვა, რომელიღაც პოეტმა: შენ ერთგულებავ ძაღლისავ, რა მოგონილი რამე ხარ!”