4 მარტი, 2019

დაუჭირეთ მხარი უნიჭიერეს თეკლა ეკალაძეს

დაუჭირეთ მხარი უნიჭიერეს თეკლა ეკალაძესთეკლა ეკალაძე დიდი ხანი არ არის, რაც მუსიკალურ სამყაროშია, მაგრამ უკვე მოასწრო ბევრ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა და სერიოზული მიღწევებიც აქვს.

თეკლა რუსულ მუსიკალურ პროექტში ”ТЫ СУПЕР!” მონაწილეობს. პატარა მომღერალი გიორგი უშიკიშვილის სტუდიაში ქართულ ფოლკლორს სწავლობს.

გოგონას 2 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, 4 წლის შემდეგ კი – დედა. მას ბებია ზრდის. თეკლას უნდა ექიმი გახდეს, რომ დაეხმაროს ადამიანებს გამოჯანმრთელებაში და არასდროს დაუშვას ის, რაც მის უახლოეს ადამიანებს შეემთხვათ.

დავუჭიროთ მხარი თეკლას და მივცეთ შანსი ამ უნიჭიერეს, ობოლ, უდედმამო გოგონას საქართველო ასახელოს.