2 მარტი, 2019

დათო ევგენიძის ყველაზე დიდი სატკივარი

 

”აღარც გეგა მყავს
აღარც ირაკლი
აღარც ტატო და
აღარც გოგიტა…
ისიც არ ვიცი
მეუდაბნოვეს –
სიკვდილის პირას
წყალს ვინ მომიტანს…
არც მესიზმრებით
რატომ დამტოვეთ –
ერთადერთია თქვენში
ლიოვიკა…
დღეს არ დატოვებს
დაგესიზმრება –
და მაისობას
სახლში მოგიტანს…
ისე მწყურია
ჩემი თბილისი –
მინდა რომ მტკვარი
ლაღიძედ მექცას….
გავეკიდები
ჩემს წარსულს უკან
ცელქი ბავშვივით
თუ არ გამექცა….
რა უნდა გითხრათ
არ იცნობთ თბილისს
მკვდარი გგონიათ
ისე ექცევით…
ვინ ხართ და ანდა
საიდან გაჩნდით –
ჩემი თბილი-სის
ზურგის შექცევით….
ყველაფერს ბოლოს
თბილისი წყვიტავს….
თქვენ ვერ შეუცვლით
ჩემს მტკვარს დინებას….
გიყურებთ – მიკვირს
როგორ ვერ ხვდებით…
მტკვარი უთქვენოდ
მიედინება…”