4 მარტი, 2019

ბარნოვის ქუჩაზე დიზაინერების მაღაზია გაძარცვეს

ბარნოვის ქუჩაზე დიზაინერების მაღაზია გაძარცვესთბილისში, ვასილ ბარნოვის ქუჩაზე მდებარე დიზაინერების მაღაზია CO.LAB გაძარცვეს.

ინფორმაცია ლიკა ყაზბეგმა გაავრცელა:

“დიზაინერების მეორე მაღაზა გაძარცვეს უკვე ბოშებმა. მთავრობა ამბობს, კანონი არ გვაქვსო მათ წინააღმდეგ. რაც გასდის ადამიანს, იმის კეთებას არ წყვეტს, პირიქით – უფრო ხსნება მადა. ამიტომ…. თუ ვინმე ,,ნაკოლს” მომცემთ და მაპოვნინებთ ამ პატარა ხულიგნებს, მადლს გეტყვით. რამდენიმე პარლამენტარის ცოლს ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზია აქვს გახსნილი, მათი მისამართები მინდა მივცე.”

შემთხვევის შესახებ დეტალურად ისაუბრა მარიამ ონიანმა:

“დღის შუქზე გაიძარცვა CO.LAB-იც. ისევ “ციგნები”, ისევ არასრულწლოვანები, 2 გოგო. კამერებშიც ყველაფერი ჩანს, როგორ ცდილობენ ნივთების გატანას, როგორ ეწიმააღმდეგება ჩვენი თანამშრომელი… სამწუხაროდ, თანხის წაღება მაინც მოახერხეს. პოლიციამ ზუსტად იცის ვინ არიან, მათი პასუხია, რომ, სამწუხაროდ, ვერაფერს აკეთებენ, რადგან არ აქვთ დაჭერის უფლება და ჩვენნაირ დღეშია იქვე მდებარე უამრავი მაღაზია. საქმე, რა თქმა უნდა, აღიძრა. იმ იმედით, რომ სახელწიფო ოდესმე გაინძრევა. რატომ უნდა ვიყოთ ესეთი დაუცველები და როდემდე?”