23 მარტი, 2019

ბაადურ წულაძე: “ჩაიხედეთ თქვენს ნამუსში!”

ბაადურ წულაძე: "ჩაიხედეთ თქვენს ნამუსში!"მსახიობი და რეჟისორი ბაადურ წულაძე მშობლიური ბათუმისთვის იერ-სახის შეცვლას მტკივნეულად განიცდიდა.

“არტინფო” გთავაზობთ ბაადურ წულაძის წერილს, რომლითაც იგი მოუწოდებდა ყველას, ულამაზესი ძველი ბათუმისთვის თავი დაენებებინათ და დაუსრულებელი “ნგრევა-მშენებლობა” დაესრულებინათ:

“მე ბაადურ წულაძე ვაცხადებ, რომ ის, რაც ახლა ხდება ძველ ბათუმში, არის წმინდა წყლის ვანდალიზმი. ის ვინც ამას აკეთებს, მას არც საქართველო უყვარს, არც ბათუმი და სამარცხვინოა, რომ მას ბათუმელი ჰქვია.

საერთოდ, ვინც არ იცის, ბათუმი ააშენეს საზღვარგარეთიდან მოწვეულმა არქიტექტორებმა, რომელთაც უფრო დიდი გემოვნება ჰქონდათ, ვიდრე თანამედროვე არქიტექტორებს.

ამიტომ დაანებეთ თავი ძველ ბათუმს და თუ უკეთესის აშენება შეგიძლიათ, არის უამრავი ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიები მიიყვანოთ სრულყოფამდე.

და ბოლოს, კიდევ ერთხეოლ პროტესტს ვაცხადებ ამ გაუთავებელი “ნგრევა-მშენებლობის” წინააღმდეგ.

გაჩერდით!

ჩაიხედეთ თქვენს ნამუსში, თუ გაგაჩნიათ!”

ბაადურ წულაძე: "ჩაიხედეთ თქვენს ნამუსში!"