31 მარტი, 2019

არაჩვეულებრივი იდეა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი იდეა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებითმოქანდაკე ირაკლი ჟვანიას ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი იდეა აქვს:

“ძეგლის იდეა: ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ვფიქრობ რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ზვიადის და მერაბის სახელებზე უფრო მეტად საპატივცემულო სახელები არ არსებობს.

მათი ორივეს ტრაგიკული დაღუპვა კიდევ უფრო ვალდებულს ხდის ქართველობას საკადრისი პატივი მიაგონ ამ ორ კაცს.

ამიტომ მგონია რომ დადგა დრო თბილისში აღიმართოს ზვიადის და მერაბის ძეგლი, ხსოვნის მონუმენტი. მე მათ ძეგლს ერთობლივად ვხედავ, თუმცა ეს ფართო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ისევე როგორც განთავსების ადგილი.

დაე, გამოცხადდეს კონკურსი მხატვრულ გადაწყვეტაზე, ყველა შემოქმედს მიეცეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა ამ ეროვნულ პროექტში. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვინც მხარს არ დაუჭერს ამ იდეას, ეს სჭირდება ქვეყანას, მომავალ თაობას.

ოჯახთან საუბარი უკვე გვქონდა ამ თემაზე და რასაკვირველია თანხმობა არის. ეხლა საჭიროა მერიის მხრიდან მოქმედება, რომელსაც იმედია არ დააყოვნებენ და ქვეყანა საკადრის პატივს მიაგებს მის გმირებს.