4 მარტი, 2019

”არ ვიცი, ამას რა ჰქვია” – არჩილ სულაკაური

”არ ვიცი, ამას რა ჰქვია” - არჩილ სულაკაური”არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი…
ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი…
ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.”