24 მარტი, 2019

ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში

ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში25 მარტს რუსთაველის თეატრში ამირან შალიკაშვილის 80 წლის იუბილე გაიმართება.

მაყურებელი დიდ სცენზე რეჟისორის უკანასკნელ სპექტაკლს „ვეფხისტყაოსანს“ ნახავს. ფოიეში კი ამირან შალიკაშვილის შემოქმდების ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინება და რეჟისორის წიგნის წარდგენა გაიმართება.

ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი 79 წლის ასაკში, 2018 წლის 25 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ამირან შალიკაშვილი 1975 წლიდან პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის ჟანრის დამაარსებელი იყო. სათავეში ედგა ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს.

მაესტრო არაერთი პროფესიული ლიტერატურის ავტორი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდოსა და ორდენის ლაურეატია.