ზურაბ ცინცქილაძე გარანტიას ითხოვს

ზურაბ ცინცქილაძე გარანტიას ითხოვსმსახიობი ზურაბ ცინცქილაძე გარანტიას ითხოვს:

“ჩვენ თუ ვინმესგან გარანტია გვექნება, რომ არ გვეშინოდეს გარეშე მტრისა – შევაგინებთ და ყოველგვარ სიავეს შევძენთ ურთიერთს..

მტერი გვჭირდება, მტერი, რომელსაც ყველა იცნობს მ ტ რ ა დ: ერი თუ ბერი, იმერელი თუ ამერელი, პოზიცია თუ ოპოზიცია…

მტერი გვაქართველებს აფხაზს და კახელს, რაჭველს და მესხს, აჭარელს და სვანს, მარგალს და ქართს…

გვყავს ასეთი მტერი, რომელმაც ასი და მეტი ხნის წინ დაიკავა მესხეთი და ჯავახეთი, რამდენიმე ათეული წლის წინ- აფხაზეთი… პრეტენზია აქვს ბათუმზე და თბილისზე, ცურტაველზე და რუსთველზე…”