24 თებერვალი, 2019

ზურა ვადაჭკორია – ილუზიონისტური ჟანრის დიდოსტატი

ზურა ვადაჭკორია - ილუზიონისტური ჟანრის დიდოსტატიილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია თავისი შემოქმედებით ამტკიცებდა, რომ მისი საქმიანობა თაღლითობა და ტყუილი კი არა, დიდი ხელოვნება იყო:

“ილუზიონისტური ჟანრი განეკუთნება დიდ ხელოვნებას, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნებაა. ვაფასებ ყველა ილუზიონისტს, რომელიც პროფესიულად და პატიოსნად ემსახურება საილუზიო ხელოვნებას.

ცხადია, ილუზიონისტმა უნდა იმუშაოს ფართო საზოგადოებისთვის, უფრო კი მათთვის, ვისაც ესმის ეს ხელოვნება.

ილუზიონისტმა მაყურებელი არ უნდა მოატყუოს, არამედ უნდა გააოცოს იგი. ის, ვინც მაყურებელს ატყუებს, ილუზიონისტის ნიღაბს ამოფარებული თაღლითია.”

მისი გარდაცვალება ყველასთვის დიდი დანაკლისი იყო. ზურა ვადაჭკორიას მიმართ არავინ დაიშურა თბილი სიტყვები, თუმცა ლადო კახაძის მოკლე შეფასება ყველაზე ზუსტი აღმოჩნდა:

“იცხოვრა თავის წილი, ერთი იმდენი ჩვენში გაანაწილა და ჩვენშივე ჩასახლდა… თავისთვის თბილი კუთხე მოიწყო და… სამარადჟამო მოგზაურობაში გაემგზავრა… იქაც თავისი კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად… მშვიდობით, კეთილო მეზღაპრევ…”