12 თებერვალი, 2019

”ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე საქართველოს საოცნებო გზები” – მედეა კახიძე

”ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე საქართველოს საოცნებო გზები” - მედეა კახიძევკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.

ვძებნე, ვძებნე, ვერ მოვძებნე
ოცნებაში დახატული მოყმე,
მინდა, ვიყო
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სადღეგრძელოდ მოვკვდე.

მუმლი მუხას ეხვეოდა,
ყორანივით დაგვყიოდა მტერი,
კაფეს, კაფეს, ვერ გაკაფეს
ეჭვებივით ჩახლართული ტევრი.

ლეწეს, ლეწეს, ვერ დალეწეს,
განა მართლა
თავზე ჩემოგვექცა
ვარკვლავების
ჩიხტიკოპით დახურული,
საქართველოს მადლიანი ზეცა.

მინდა, ვიყო
გმირი თინა წავკისელი,
შორი გზიდან
მიყიოდეს მოყმე,
ვიყო მისთვის
თავანკარა გაზაფხული,
ჩემი მიწის
სიცოცხლისთვის მოვკვდე.