15 თებერვალი, 2019

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გლდანში

უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გლდანშიგლდანში უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გაკეთდა.

გლდანის ციხეების მიმდებარე ტერიტორიაზე ძველ სამარხში უძველესი ობიექტები აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა, ელინისტურ ხანას განეკუთვნებოდეს.

ძველი სამარხი გლდანის ციხესთან სანიაღვრე მილის დაზიანების შედეგად ჩამორეცხილ მიწის ფენებში გამოჩნდა.

“ახლად გამოვლენილი ობიექტის პირველადი დათვალიერების შედეგად დაფიქსირდა ოთხი სამარხი, რამდენიმე კერამიკული ჭურჭელი და ლითონის სამკაული. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები შესაძლოა, ელინისტურ ხანას (ძვ. წელთაღრიცხვის V – IV საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს. არტეფაქტებისა და სამარხების დათარიღებისა და კულტუროლოგიური შეფასების კვალიფიციური დასკვნა სააგენტოში უახლოეს დღეებში მომზადდება“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.