თინათინ მაღალაშვილი: “ეხლა მისმინეთ!”

თინათინ მაღალაშვილი: "ეხლა მისმინეთ!"დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი საზოგადოების ყურადღებას ითხოვს და არასრულწლოვნების მიერ კრიმინალური დანაშაულებების შედეგად დაზარალებულებზე საუბრობს:

“ეხლა მისმინეთ!

დიახ, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს არასრულწოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ კანონი, ან უნდა მოქმედებდეს არასრულწლოვანთა კოლონია, სადაც 14 წლამდე კრიმინალები (დიახ, კრიმინალებს! რომლებიც დაძრწიან მთელი ღამე და აწიოკებენ უბნებს, ამტვრევენ ვიტრინებს, კარებს და იპარავენ! რომლებსაც ვერ აკონტროლებენ მშობლები, სკოლა და ამ უკონტროლობით ყალიბდებიან კრიმინალებად), იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ, ისწავლონ საზოგადოებაში მოქცევა, ხელობა, ელემენტარული უნარ-ჩვევები და გადაურჩნენ ციხეს 14 წლის შემდეგ. ბავშვთა უფლებადამცველები მხოლოდ თეორიულად ამბიბენ, რომ უნდა გაკეთდეს ეს, უნდა გაკეთდეს ის, მაგრამ პრაქტიკულად არავინ არაფერს აკეთებს!

და ჩვენ რა ვქნათ? ვისაც საკუთარი შრომით გვაქვს შექმნილი ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინც ვიხდით არანორმალურად გაძვირებულ გადასახადებს? რა ვქნათ, როცა გვიმტვრევენ კარებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ? გვივარდებიან და გვაყენებენ შეურაცხყოფას? როგორ დავიცვათ თავი? რისი უფლება გვაქვს და რა შეიძლება გახდეს საბედისწერო ისევ ჩვენთვის?

P.S. პირველად 4 წლის წინ გამიტეხეს სტუდია, მეორედ ზუსტად 5 დღის შემდეგ, მას მერე კიდევ ერთხელ და ეხლახანს შემომივარდნენ და მიუხედავად მოყენებული შეურაცხყოფისა, მოვახერხე გაყრა!

რამდენ სატელევიზიო ეთერში გვქონდა ამ თემაზე დისკუსია ვერ გეტყვით! სადაც ვთქვი, რომ უნდა გამკაცრდეს სასჯელი, დამესივნენ ბავშვთა უფლებადამცველები! ხოდა დაიცავით ისე, რომ ჩვენც ვიყოთ დაცულები!”