28 თებერვალი, 2019

“თბილისს გაუჭირდა ჩემი მიღება…” – პეტრე კოლხის აღსარება

"თბილისს გაუჭირდა ჩემი მიღება..." - პეტრე კოლხის აღსარებაპეტრე კოლხის შემოქმედება პოეზიის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი.

“არტინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ჩანაწერს, რომელიც პეტრე კოლხის სოფლიდან ჩამოსვლას და თბილისში დამკვიდრებას ეხება:

“როცა სოფლიდან ჩამოვედი, თბილისს გაუჭირდა ჩემი მიღება… ყველა საღამოს ვესწრებოდი, არც ერთ საჯარო ლექციას არ ვტოვებდი… მიხაროდა ნიჭიერი, საინტერესო პოეტების გაცნობა… სულ მინდოდა ყველასთვის მესმინა… ისინი მაღლა, ძალიან მაღლა იყვნენ და არ ვიცი, დაბლა მდგომს თუ მამჩნევდნენ… სარკაზმიც ბევრი იყო, ცინიზმიც… მიკვირდა, რადგან ასეთი მიდგომა ჩემთვის უცხო იყო…

ხშირად მიცრემლია…

მერე მივხვდი, რომ სოფლელობა ყველაზე კარგი წოდება იყო… იქიდან ჩამოსულები უფრო გახსნილები, გულწრფელები, სუფთები და მოსიყვარულეები იყვნენ…

ახლა მე ვცდილობ ,,სოფლელებს” ხელი შევუწყო და უფრო მარტივად დამკვიდრდნენ!”