სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა

სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევასამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა, სასახლე კი მაყვლის ბარდებით ისეა დაფარული, რომ შიგნით შესვლა შეუძლებელია.

კახა ხიმშიაშვილი:

“სამღერეთში პირველად ვიყავი 2006 წელს და მეორედ გუშინ.

ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან უკან წავიდა სამღერეთის საქმე და ჩამოქცევის პირასაა. თავი გავანებოთ იმას, რომ ისეა გაჯაგებული და მაყვლის ბარდებით დაფარული, რომ სასახლეში საერთოდ ვერ შევედი.

ბზარებია გადიდებული, განსაკუთრებით სავალალო დღეშია ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხე, რომელსაც მთელ სიგრძეზე ჩამოუყვება ვერტიკალური ბზარი.

აგერ ფოტოები 2006 წლიდან და გუშინ გადაღებული.”

სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა

სამღერეთში უძველესი ეკლესია ინგრევა