6 თებერვალი, 2019

როგორ წარმომიდგენია სული? – გოდერძი ჩოხელის საინტერესო ჩანაწერი

როგორ წარმომიდგენია სული? - გოდერძი ჩოხელის საინტერესო ჩანაწერიგოდერძი ჩოხელის ჩანაწერები სევდიანი, მაგრამ საოცრად მართალი და საინტერესოა.

“წინაპრები” – ასე ჰქვია პატარა ჩანაწერს, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ:

“- როგორ წარმომიდგენია სული?

– როცა ქართულ ხალხურ სიმღერას ვისმენ, თითქოს წინაპრების სულს ვხედავ, ერთად შეკრულს, აგუგუნებულს, ზეცისკენ მიმავალს…

მთავრდება სიმღერა და – ისევ მიწაზე ვენარცხები.”