16 თებერვალი, 2019

ქართველი მომღერლით აღფრთოვანებული რუსული “ვოისი”

ქართველი მომღერლით აღფრთოვანებული რუსული "ვოისი" რუსული “ვოისი” ქართველების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. რიგით მეექვსე ბავშვთა რუსულ “ვოისზე” ბრმა მოსმენის ტურში ჟიურის წინაშე წარსდგა 8 წლის ქართველი მომღერალი ნინო ჩესნერი, რომელმაც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით ჟიურის სამივე წევრი ვალერი მელაძე, სვეტლანა ლობოდა და პელაგეა შემოატრიალა.

ნინომ მათთვის “სიყვარულის ჰიმნი” შეასრულა, რომელსაც ედიტ პიაფი ასრულებდა. კონკურსანტის მუსიკალური მონაცემებით და არტისტულობით აღფრთოვანებულმა ვალერი მელაძემ მას სხვა სიმღერის შესრულებაც სთხოვა. ნინომ ჟიურის თხოვნა დააკმაყოფილა და “საქართველო” შეასრულა, რომელსაც თამარ გვერდწითელი ასრულებს.

გივი მდივნიშვილი:

“შენმა მშობლებმა გაიხარონ, ნინო…

არ მიყვარს ტირილი და ცრემლები, მაგრამ ბოლოს თვალები ამივსე ცრემლით…
ეს ვიდეო ყველამ უნდა გააზიაროს და ბოლომდე უნდა უყუროს.
დღეს რუსეთში ქართველი ბავშვი მონაწილეობას იღებდა შოუ ” Голос”.

ჩვენ კი მეგობრებო ყველამ მხარი დაუჭიროთ და დავანახოთ ჩვენი გვერდით დგომა…
გილოცავ ნინო! ყველაფერ კარგს გისურვებ ცხოვრებაში…
ძალიან კარგი დედის შვილი ხარ…
აი, ასეთი საქართველოს შვილები იზრდებიან რუსეთში…”