22 თებერვალი, 2019

ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ანსამბლი ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტებით

ფოლკლორის ცენტრის დირექტორის ანსამბლი ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტებითსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის ანსამბლი ”ბასიანი” ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს:

“საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის ანსამბლი რომ ოკუპანტ ქვეყანაში კონცერტებს მართავს ეს რა მაგალითი უნდა იყოს სხვა ანსამბლებისთვის? თან სრულიად წარმოუდგენელია, რომ რუსული სიმღერებიც ჰქონიათ რეპერტუარში.

არ ვიცი, რა ვთქვა იმდენად მოღალატეობრივი საქციელია!!!

ზოგადად, გაურკვეველია ანსამბლმა როგორ მიიღო სახელმწიფო დაფინანსება და ჩემთვის სრულიად მიუღებელია ანსამბლებისთვის დაფინანსების მოპოვების არსებული წესი.”