21 თებერვალი, 2019

ფენომენალური ხატია ბუნიათიშვილი საქართველოდან

ფენომენალური ხატია ბუნიათიშვილი საქართველოდანქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მუდმივად მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. მას კლასიკური მუსიკის ბიონსეც უწოდეს.

მუსიკოსის საქებრად უცხოური გამოცემები მაღალფარდოვან სიტყვებს არ იშურებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხატიას ყველასგან განსხვავებული სამყარო აქვს და თითოეულ ნაწარმოებს თავისებურად აღიქვამს, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს მუსიკის ჯადოსნურ ჰანგებში იმოგზაუროს.

ჟურნალმა PalaceCostes  ხატიას ვრცელი სტატია მიუძღვნა და მას უწოდა ფენომენალური მუსიკოსი საქართველოდან.

ხატიას საშემსრულებლო შესაძლებლობებს სტატიის ავტორმა  ქება-დიდება არ დააკლო და ქართველი პიანისტი კლასიკური მუსიკის რადიკალურად განსხვავებულ შემსრულებლად დაასახელა.