23 თებერვალი, 2019

პეტრე კოლხი: “ცხოვრებიდან გაქცევა მხოლოდ სილაჩრეა!”

პეტრე კოლხი: "ცხოვრებიდან გაქცევა მხოლოდ სილაჩრეა!"– სიტყვას იმხელა ძალა აქვს, ცხოვრების სურვილს თავიდან გაგიჩენს! – ამბობს პოეტი პეტრე კოლხი და ეს სრული ჭეშმარიტებაა, რადგან დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი:

“რა უნდა ინატრო იმაზე უკეთესი, ვიდრე მზრუნველი ადამიანის ყოფნა შენს გვერდით. ყველაფრისგან დაღლილს, არსებობის სურვილი რომ გეკარგება, იტყვი, აქ მთავრდება ყველაფერი და მოულოდნელად ვიღაც შეგიძახებს, გამოგაფხიზლებს და გათქმევინებს, რაღა დროს დასასრულია, აწი იწყება მთავარი…

მერე ხვდები, ცხოვრებიდან გაქცევა მხოლოდ სილაჩრეა, თორემ ჯერ რა გააკეთე იმის ფასი, რომ დასვენება გადაწყვიტო…

სიტყვას იმხელა ძალა აქვს, ცხოვრების სურვილს თავიდან გაგიჩენს!..”