პაატა ბურჭულაძის ახალი წოდება

პაატა ბურჭულაძის ახალი წოდებაოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჯილდოებსა და პრემიებს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო წოდება შეემატა.

ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი მომღერლის სასცენო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე ჯუზეპე ვერდის “ატილა” შესრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძეს Aurora Forum-ის კეთილი ნების ელჩის წოდება მიენიჭა.

პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშვნა ამით არ დასრულებულა. ოპერის მომღერალს ბულგარეთში სოფიის საოპერო თეატრში ელოდებიან, სადაც სასცენო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს საგანგებო წარმოდგენით აღნიშნავენ.