7 თებერვალი, 2019

ოზი ოსბორნი კლინიკაში გადაიყვანეს

ოზი ოსბორნი კლინიკაში გადაიყვანესინგლისელი როკ-მუსიკოსი ოზი ოსბორნი კლინიკაში გადაიყვანეს. ამის მიზეზი მომღერლისთვის გრიპის გართულება გახდა.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ხელოვანმა ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.

მისი მეუღლის, შერონ ოსბორნის ინფორმაციით, 70 წლის მომღერალს ექიმებმა რესპირატორული ინფექცია აღმოუჩინეს. პნევმონიის თავიდან აცილების მიზნით კი იგი საავადმყოფოში დააწვინეს:

– ექიმებმა ოზის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მისი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ასე უკეთესია. მადლობა ყველას გამხნევებისა და სიყვარულისთვის, – განუცხადა შერონ ოსბორნმა მეუღლის ათასობით გულშემატკივარს.