ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას ვაჟა-ფშაველას ძმის კარმიდამოზე

ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას ვაჟა-ფშაველას ძმის კარმიდამოზევაჟა-ფშაველას ძმის – ბაჩანა რაზიკაშვილის ჩარგალში მდებარე კარმიდამოს გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდა:

“იყიდება ვაჟა-ფშაველას ძმის – ბაჩანას ყოფილი კარმიდამო. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზემთან 50 მეტრში, ან იცვლება მარშუტკა ფორდ ტრანზიტში.”

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით “არტინფო” რაზიკაშვილების შთამომავალს ლელა რაზიკაშვილს დაუკავშირდა:

“არ ვიცი საიდან მოდის ეს სისულელე, ალბათ ცუდად იხუმრა ვინმემ, შეიძლება გამიზნულადაც, ოღონდ რას აღწევს ამით, არ ვიცი! იყიდება კი არა, აქ ვაპირებ ცხოვრება გავატარო, ამ მიწის ნაგლეჯზე უკეთესი არაფერი მაბადია!

ვიღაც ჩემს ეზოზე ღლიცინებს უნიჭოდ, თუ ვიპოვი, პასუხსაც მოვთხოვ!

ეს ჩემი მამა-პაპის ეზოა, 3 წლის წინ პაპისეულ სახლში ხანძარი გაჩნდა და დაიწვა. ბავშვებმა ძლივს გამოასწრეს ცეცხლს, მაშინ ამაზე პოსტიც დავდე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ აქ სახლი აღვადგინო და საერთოდაც აქ ვაპირებ გადასვლას საცხოვრებლად! აი, ეს ვის უნდა მოსვლოდა თავში ვერ ვიგებ, ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა!

უამრავი ადამიანი მირეკავს, ამ ეზოში ნახევარი საქართველოა ნამყოფი სტუმრად და ყველასთვის საყვარელი და დასანანია, ამიტომ ბევრი ნერვიულობს. ძალიან ახლობლები მაშინვე მიხვდნენ, რომ ტყუილი იყო და უჩემოდაც უარყვეს სხვადასხვა გვერდებზე.”