19 თებერვალი, 2019

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში

ნიკო ფიროსმანი ვან გოგის მუზეუმში გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გამოფინება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარი და ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884-1889 წლებში შესრულებულ 6 ნამუშევარი, მათ შორის ისეთი შედევრები, როგორებიცაა „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.ასევე გამოიფინება პარიზის ზდანევიჩის ფონდიში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

არლში ვინსენტ ვანგოგის მუზეუმში დადეგმილი გამოფენის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებს დაეთმობა. მათ შორის იქნება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

დამთვალიერებელი ასევე იხილავს ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.

გამოფენების მთავარი მიზანი ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.