17 თებერვალი, 2019

ნიკა გვარამია “საქართველოს ვარსკვლავის” წინააღმდეგ

ნიკა გვარამია "საქართველოს ვარსკვლავის" წინააღმდეგ“რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია “საქართველოს ვარსკვლავს” აკრიტიკებს და მას სასტიკ სიბანძეს უწოდებს:

“მხოლოდ ქართული” made in China… სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა “მხოლოდ ფანდური” უნდა ერქვას ამ სასტიკ სიბანძეს.

ერთი ამის ბიუჯეტი გამოვითხოვოთ ნოდარ მელაძე, გავიგოთ, რა გვიჯდება გადასახადის გადამხდელებს ეს 3%-იანი კატასტროფა.

პ.ს. ან აქ რეკლამა ვის და რატომ მიაქვს, ამ ურეიტინგო ქაჯობაში?! ვერ დავიჯერებ, რომ თავისი ნებით ამაში ვინმე ფულს იხდის.”