15 თებერვალი, 2019

მომღერალი იუზა ბერაძე გარდაიცვალა

მომღერალი იუზა ბერაძე გარდაიცვალაანსამბლ “ოდილას” წევრი, მომღერალი იუზა ბერაძე გარდაიცვალა.

ინფორმაცია გიორგი უშიკიშვილმა გაავრცელა:

“კიდევ ერთი შესანიშნავი მომღერალი გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას. ანსამბლ ოდილას წევრი იუზა ბერაძე. საოცრად კოლორიტული ადამიანი, ქართული, იმერული ხალხური სიმღერის შესანიშნავი მცოდნე.

მისი წამოწყებული “ჭონა” ახლაც ჩამესმის ყურში და არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩემო დიდი მეგობარო და კარგო ქართველო.”