1 თებერვალი, 2019

მომღერალი გიორგი გასვიანი დააკავეს

მომღერალი გიორგი გასვიანი დააკავესმომღერალი გიორგი გასვიანი, რომელმაც 2017 წლის “იქს ფაქტორში” მიიღო მონაწილეობა, გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით 16 პირი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი მომღერალია.

შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: გამოძიებით დადგინდა, რომ ეს პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.