9 თებერვალი, 2019

ლიკა ქავჟარაძის სანახავად რიგში ჩამდგარი მაყურებელი

ლიკა ქავჟარაძის სანახავად რიგში ჩამდგარი მაყურებელიალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მსახიობ ლიკა ქავჟარაძის სანახავად მაყურებელი რიგში იდგა, რათა “ნატვრის ხის” მარიტა ცოცხლად ენახათ.

რეზო კლდიაშვილი, დრამატურგი:

“ღმერთმა მოგვივლინა ლიკა ქავჟარაძე და ვერ მოვუარეთ – და საერთოდ ….

ლიკას დედა, დალი ფალავანდიშვილი ქიმიკოსი გახლდათ და ერთ ლაბორატორიაში ვმუშაობდით ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. ბებიაც, უუულამაზესი ქალბატონი ლია ციციშვილიც ქიმიკოსი გახლდათ.

ლიკას სილამაზე საუკუნეებში კრისტალდებოდა. მისმა ბავშვობამ და ცხოვრებამ ჩემს თვალწინ გაიარა…

მახსოვს, მოსკოვში გორკის პარკში, ქართულ პავილიონთან, სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე გრძელი რიგი იდგა, თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” ახალი გამოსული იყო და ყველას უნდოდა ცოცხალი ლიკა ქავჟარაძე ენახა – ქართული პავილიონის სახე იყო.”