21 თებერვალი, 2019

ლაშა მარგიანი და ნიკა ჩერქეზიშვილი: “გვჭირდება თქვენი მხარში დგომა”

ლაშა მარგიანი და ნიკა ჩერქეზიშვილი: "გვჭირდება თქვენი მხარში დგომა"ახალგაზრდა პოეტები ლაშა მარგიანი და ნიკა ჩერქეზიშვილი საზოგადოებისგან მხარში დგომას ითხოვენ:

ერთი კვირა რჩება 27 თებერვლამდე. ვინც იცით, რა ხდება ამ დღეს ე.ი. მისი ნაწილი ხართ უკვე, ვინც არ იცით, ძალიან მინდა მისი ნაწილი გახდეთ.

თითქმის ორი წელია მე და ნიკა ჩერქეზიშვილს არსად არ წაგვიკითხავს ლექსები, ამას იმიტომ ვწერ, რომ ადვილი არ არის ასე ცხოვრება, რომ ეს თავის მხრივ 27-ისთვის გაღებული მსხვერპლია, ამ ერთი დღისთვის, მაგრამ ამ დღის შინაარსი რამდენიმე საათიან საღამოში კი არ არის, არამედ ჩვენი ცხოვრების წესია. სულ ერთად ვართ და ჩვენი ცხოვრება მიდის აქ და ახლა, ის ვერ გრძელდება მომავლის გარანტიებში, რადგან ხვალინდელ დღეზე ფიქრს მხოლოდ დარდი და ტკივილი მოაქვს, როცა ელემენტარულად პურის ფული გაქვს საფიქრალი ადამიანს და თან მხოლოდ შენი თავი არ გაბარია, როცა ფიზიკური გადარჩენისთვის გიწევს ყოველდღიურად ბრძოლა.

შარშან გვინდოდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ჩავატარეთ 27-ის საღამო. ძალიან იმოქმედა ამან ჩვენზე, წელსაც არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ათასგან მივედით და ყველგან ან 10 ან 15 ლარი ჯდებოდა ბილეთი, სხვაგვარად სცენის დათმობაზე თანახმა არ იყვნენ, თავის მხრივ დარბაზები 2000-დან 4000 ლარამდე ჯდება და კიდევ ბევრად უფრო მეტი, ყველგან უარი ვუთხარით, ყველა დარბაზიდან წამოვედით, მაგრამ ვეცადეთ და ძალიან ბევრი წვალების შემდეგ შევძელით დარბაზის შოვნა, ახლა იმას ვცდილობთ, რომ ბილეთების გარეშე შეძლოთ დასწრება, მაგრამ საღამო რომ შედგეს საჭიროა რეკვიზიტები, რომლებიც თავის მხრივ თანხებთან არის დაკავშირებული, რადგან დასწრება ბილეთების გარეშე გვინდა იყოს, გვჭირდება თქვენი მხარში დგომა, ფიზიკურად შეუძლებელია მხოლოდ ჩვენ ორმა დავფაროთ ეს ხარჯები.

იმხელა სიყვარული და სითბო მოდის თქვენი დატოვებული კომენტარებიდან, რომ მთების გადადგმას შთააგონებს კაცს, ჰოდა, მინდა დავიჯერო, რომ ნამდვილია ეს ყველაფერი, რომ თქვენს სიტყვებს შეუძლია ამ ვირტუალური სივრცის გარღვევა და რეალურ საქმედ გარდაქმნა. ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ ასე გადავწყვიტეთ, რომ ვისაც მართლა უწევს ჩვენკენ გული და ვისაც მართლა მოენატრა ჩვენი ლექსების მოსმენა და ვისაც უბრალოდ, ჩვენი ნახვა გაახარებს, ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ეს არის ჩვენი ანგარიშის ნომერი:

თიბისი ბანკი – GE06TB7290845061100009
: პირადი ნომერი – 24001013272
: მიმღები მარიამ თავაძე – Mariam tavadze.

საქართველოს ბანკი:- GE72BG0000000044923900
მიმღები: თამარ ათუაშვილი
პირადი ნომრი : – 2000 10 66 529 -საქ. ბანკი.

ამ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხეთ თანხა, არ დავწერ იმას, რომ ეს კეთილი საქმეა და რომ ამ სიკეთემ შესაძლოა გაცხონოთ და ა.შ. უბრალოდ, ეს იქნება თქვენი მხრიდან ჩვენდამი სიყვარულის გამოხატვა და ვინც თუნდაც ერთ ნაბიჯს დგამს ჩვენკენ, ათასი მისკენ გადადგმული ნაბიჯით ვპასუხობთ, ახლაც ვდგავართ და თქვენი იმედი გვაქვს, მაგრამ არც ეს იმედი არ მინდა, რომ იყოს ცალმხრივი. ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს ბევრის გული გავახაროთ, მაგრამ ჩვენ სულ ორნი ვართ…

შესაძლოა, ვიღაცითვის ეს სასაცილოც კი იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიური ფიზიკური გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა, მე ამას არ ვწერ ჩემთვის და ნიკასთვის, ჩვენ ისედაც ყოველდღე ვუკითხავთ ერთმანეთს ლექსებს და ლექსების გარეშეც გვესმის ერთმანეთის, მაგრამ ასეთ დროს ასეთი ცხოვრების ფონზე, ძალიან ძნელია სცენაზე დგომა, ყოველგვარი სურვილი კვდება ადამიანში, სცენაზე დგომის კი არა, აქ ვირტულაურ სივრცეში თუნდაც ერთი სტრიქონის გამოქვეყნებისაც კი. განა ვინმეს ჯიბეში ვყოფთ ხელს, ამ ყველაფერს იმათთვის ვწერ ვისაც ჩვენიანად და ჩვენნაირად ვთვლი, ვინც იცის, რომ როცა გიჭირს ვინც შენ გვერდით დგას ის არის ღმერთი.

ჩვენ კი, როგორც ზემოთ ვთქვი, გულში ცუდი არაფერი გვიდევს, ჰოდა, როგორც ნიკას უწერია – “როცა გულში ცუდი არაფერი გიდევს, მოლოდინიც მხოლოდ კარგის გაქვს.”