ლამაზი არ არის – ოქროს რჩევები მურმან ლებანიძისგან

ლამაზი არ არის - ოქროს რჩევები მურმან ლებანიძისგანმურმან ლებანიძისგან ოქროს რჩევები ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის საინტერესოა.

“არტინფო” გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს, სადაც პოეტი ყველასთვის სასარგებლო და დამაფიქრებელ რჩევებს იძლევა:

“ლამაზი არ არის:
ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს,
ოცი წლის ლიფსიტა ბრძნულად დადიოდეს,
ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს,
უნიფხვოს სუნამოს სურნელი ასდიოდეს!

ლამაზი არ არის:
მეკობრე მინისტრთა ლოჟაში ჯდებოდეს,
გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს,
ყასაბი დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს,
ღმერთო დაგვიფარე და პოეტი სუქდებოდეს.

ლამაზი არ არის:
დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს,
ეპისკოპოსი ბარდელში დადიოდეს,
ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს,
სამშობლო ხელთ ეპყრას ბობოლას ათიოდეს.”