13 თებერვალი, 2019

ლადო ბურდულის პირადი თხოვნა

ლადო ბურდულის პირადი თხოვნა მომღერლისა და მუსიკოსის ლადო ბურდულის თხოვნებით საზოგადოება დიდად განებივრებული არ არის.

ამჯერად ლადომ დუმილი დაარღვია და საზოგადოებას მიმართა ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელიც საქსაფონისტის სანდრო კაპანაძის შეწყალებას შეეხება.

ლადო ბურდული:

“ჩემი პირადი თხოვნა თქვენ:

კირპიჩა – სანდრო კაპანაძე – ჯგუფი “რეცეპტის” საქსაფონისტი და ჩემი უმცროსი ძმა.

ქართული ალტერნატიული მოძრაობის ერთ-ერთი იდეური აქტივისტი და ნიჭიერი ტელე-რეჟისორი.

გთხოვთ, არ დაიზაროთ და დაუჭიროთ მხარი ჩვენს ძმას და მეგობარს.

ასეთი ნიჭიერი ხალხი მარიხუანას მოხმარებისთვის არ უნდა იჯდნენ ციხეში ისინი უფრო რეალურ ცხოვრებაში არიან საჭირო.”

ლადო ბურდულის პირადი თხოვნა