6 თებერვალი, 2019

ხატია ბუნიათიშვილის საჩუქარი მსმენელს

პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის ერთგული მსმენელი მოუთმენლად ელის ნებისმიერ სიახლეს მისი შემოქმედებიდან.

22 მარტს დღის სინათლეს იხილავს კომპნია “SONY”-ს მიერ ჩაწერილი ხატიას ახალი ალბომი, რომელიც შუბერტის შემოქმედებას გააერთიანებს.

ხატია ბუნიათიშვილი:

– გიყვარს შუბერტი – ე.ი. აღიქვამ სილამაზეს, მშვენიერებას, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ჩრდილქვეშ იმალება და, რა თქმა უნდა, გესმის მოთმინების ხელოვნება.