19 თებერვალი, 2019

კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა

კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალამსოფლიო მოდის მეფე – დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.

70-წლიანი კარიერის განმავლობაში დიზაინერის მოღვაწეობა არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. იგი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთდროულად ქმნიდა კოლექციებს შანელისა და ფენდისთვის.

კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ, მის საქმიანობას შანელის სტუდიის დირექტორი ვირჯინია ვიარდი გაუძღვება, რომელსაც დიზაინერთან 30-წლიანი საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებს.