ჯაბა ბოჯგუას უმძიმესი 10 წელი

ჯაბა ბოჯგუას უმძიმესი 10 წელიმომღერალ ჯაბა ბოჯგუას ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა – დაჭერამდე და დაჭერის შემდეგ.

ზუსტად 10 წლის წინ მომღერალი ციხეში შეუძლოდ გახდა და კომაში ჩავარდა. ზუსტად 10 წელია დედა მანანა გვასალია მომღერალს ცივ ნიას არ აკარებს და ზუსტად 10 წელია მის გამოჯანმრთელებას ელოდება.

მანანა გვასალია:

“8 თებერვლის დილა იყო მაშინაც… 10 წლის წლის წინ…
10 წელია ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა…
10 წელია ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…
10 წელია მინდა, შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო…
10 წელია შენს გულს ვდარაჯობ ….
10 წელია შენ ხარ გათენება ჩემი…

მიყვარხარ, დედი…..
შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ…
შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ…”