23 თებერვალი, 2019

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება

ივანე ჯავახიშვილის საბედისწერო გადაწყვეტილება ისტორიკოს ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაში არის ერთი დღე, რომელმაც მას საბედისწერო გადაწყვეტილება მიაღებინა.

1921 წლის 23 თებერვალს მან თავისი მოვალეობა დაივიწყა და სტუდენტებს წიგნისა და კალმისკენ კი არა, ხელში იარაღის აღებისკენ მოუწოდა:

“შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომემტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და, აი, მე თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ.”