გურანდა გაბუნიას ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულოთ!

გურანდა გაბუნიას ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულოთ!მსახიობ გურანდა გაბუნიას ერთი ოცნება დარჩა: მას ძალიან უნდოდა დათა თუთაშხიას ძეგლი ზუგდიდში დაედგათ.

ინფორმაცია ამის შესახებ თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა გაავრცელა:

“დღეს ვურეკავდი, მართლა, ყურმილი არ აიღო, ამ ბოლოს არ პასუხობდა, საკომუნიკაციოდ მისი მეგობარი ლიკა გვყავდა, ბოლოს მე და მაკა ვასაძემ ვნახეთ საავადმყოფოში, ხელებით და თვალებით გველაპარაკა, ისე საუბარი აღარ შეეძლო, ისეთი გურანდა არასდროს მინახავს (ფიზიკურადაც)…

უცნაური და თავისებური ქალი იყო… მეგობრები უყვარდა და ისინი ვისაც გურანდა და ოთარი უყვარდა, რა ჩვენც ასე არ ვართ? თუმცა საერთო ენას მაინც გამონახავდა ოპონენტებთან… შემოირიგებდა, დამუღამება გჭირდებოდა მისი შენი მეგობარი რომ გამხდარიყო. როლებისთვის იბრძოდა, სულ სცენაზე უნდოდა ყოფნა, დგომა, ახალი როლებით სიცოცხლე (რომელ ნამდვილ არტისტს არ უნდა იგივე?)

მოკლედ, გურანდა მაინც განახვავებული იყო, სხვებისგან ბევრი თვისებით გამორჩეული, ხალასი სახასიათო არტისტი, რომელმაც ოთარს უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმო, ვიდრე საკუთარ კარიერას.

ერთი ოცნება დარჩა: დათა თუთაშხიას ძეგლი ზუგდიდში. ნიკოლოზ წულუკიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, ჩვენ უნდა შევძლოთ და ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულოთ.”