4 თებერვალი, 2019

გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

გურანდა გაბუნია გარდაიცვალამარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. ხელოვანი 80 წლის იყო.

სამწუხარო ინფორმაცია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა გახდა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

გურანდა გაბუნიამ მთელი სიცოცხლე ქართულ თეატრსა და კინოს მიუძღვნა. მეუღლესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად მან არაერთი დასამახსოვრებელი თეატრალური თუ კინოროლი შექმნა.

სხვადასხვა პერიოდში მსახიობი რუსთაველის, მარჯანიშვილის და რუსთავის თეატრებში მოღვაწეობდა. მარჯანიშვილის თეატრის წინ გურანდა გაბუნიას სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს, სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი ხელოვნების ქურუმი გადასცეს.