6 თებერვალი, 2019

გიორგი კრავეიშვილი: “რა უნდა ვუპასუხოთ? რა ვქნათ?”

გიორგი კრავეიშვილი: "რა უნდა ვუპასუხოთ? რა ვქნათ?"– რა უნდა ვუპასუხოთ? რა ვქნათ? – კითხულობს გიორგი კრავეიშვილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გამოცემულ წიგნს აკრიტიკებს:

“ახლახანს გავეცანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გამოცემულ წიგნს „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა 2016-17 წლები“… აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დვალეთიდან, საინგილოსა და თურქეთის საქართველოდან არცერთი ძეგლი შეტანილი არ არის..

ოშკსა და იშხანს რომ თავი დავანებოთ, არც თამარის ხიდებია (რომელიც ასე ბევრია ლაზეთში, შავშეთსა თუ ტაო-კლარჯეთში), არც მაკრიალის ციხე (ხოფის რაიონი) არც ბახთალის ეკლესია (ზაქათლის რაიონი), არც კახის ქურმუხის ეკლესია და არც ლექართის მონასტერი (კახის რაიონი) არ არის შეტანილი, თუ არ ვცდები არც სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ძეგლებია მოხსენიებული…

რა ხდება? ამ დროს კი რუსეთი აფხაზეთის, ოსები დვალეთისა და სამაჩაბლოს და აზერბაიჯანი საინგილოს არამარტო ტერიტორიას, არამედ კულტურულ მემკვიდრეობასაც კი გვედავება.

აზერბაიჯანის მეცნიერები აკადემიურ გამოცემებში წერენ, რომ ყველა ქრისტიანული ტაძარი ალბანურიაო!!!! აწი, როდესაც აზებრაიჯანელებს პრეტენზიას წავუყენებთ ამ წიგნს აგვაფარებენ და გვეტყვიან, აჰა, თქვენმა საქართველომ არ შეიტანა ჰერეთის ტაძრები, ესე იგი აღიარებთ, რომ ეს საგანძური ქართველებს არ გეკუთვნითო…

რა უნდა ვუპასუხოთ? როცა ოსები გვეტყვიან არც დვალეთია თქვენიო, რა ვუპასუხოთ? როცა თურქები გვეტყვიან, ოშკსაც არ აღიარებთ და ჩვენთან რა პრეტენზიები გაქვთო (არადა მარტო ოშკი და ხანძთა ხომ არ არის, მერეს, შატბერდის, ოპიზას და სხვათა არაერთი მონასტერია) რა ვქნათ, რა?”