21 თებერვალი, 2019

გია ჯაჯანიძე: “ნეტა რის მანიშნებელია ეს ყველაფერი”

გია ჯაჯანიძე: "ნეტა რის მანიშნებელია ეს ყველაფერი"ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სვამს კითხვას, რომელზეც პასუხს მკითხველისგან მოელის:

“ნეტა რის მანიშნებელია?

ერთ ოჯახში ცხოვრობენ და ერთმანეთს ებრძვიან.

ერთ სამსახურში, ერთ საქმეს ემსახურებიან, ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთს ერჩიან.

ერთ გუნდში არიან, საერთო ინტერესი აქვთ და ერთმანეთს ჭამენ.

ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთი ჯილაგის არიან, ერთი მიწა-წყალი აქვთ და ერთმანეთს ხოცავენ.

ეს ყველაფერი ყველას უკვირს, ყველა იგივეს ამბობს და მტრობა მაინც არ ნელდება.

ნეტა რის მანიშნებელია ეს ყველაფერი.

სად არის ამ სიძულვილის სათავე.

,,ეშმაკი” გვებრძვის თუ თითოეული ადამიანის აზროვნებაშია გარღვევა.

სად არის პატრონი, ვინ დაალაგებს ამ გაუთავებელ უაზრო ბრძოლას და შურს.

ვინ გაგვთიშა ერთმანეთისგან.

რა გვეშველება.”