28 თებერვალი, 2019

ძალიან კარგი ამბავი გოდერძი ჩოხელთან დაკავშირებით

ძალიან კარგი ამბავი გოდერძი ჩოხელთან დაკავშირებითგოდერძი ჩოხელთან დაკავშირებით მისი შვილი ნიკოლოზ ჩოხელი სასიამოვნო ამბავს ავრცელებს.

გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი აშენდება.

ორსართულიან შენობაში განთავსდება: მწერლის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული სივრცე. მუზეუმის ეზო კეთილმოეწყობა და განთავსდება მწერლის სახელობის წყარო, ღია სცენა და სველი წერტილები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ნიკოლოზ ჩოხელი:

“ძალიან კარგი ამბავი და დავამატებ! გუდამაყრის ხეობა უნდა განვითარდეს ტურიზმის, კულტურის, სოფლის მეურნეობის მხრივ! და არა ბუნების დანგრევის, მთების გადათხრით და მდინარის მილებში მოქცევით, მიწაში ჩამარხვით და ამით თითო-ოროლა კაცის ჯიბის გასქელებით!”

ძალიან კარგი ამბავი გოდერძი ჩოხელთან დაკავშირებით