15 თებერვალი, 2019

დიზაინერი თამარ ზოიძე დახმარებას ითხოვს

დიზაინერი თამარ ზოიძე დახმარებას ითხოვსქართველი დიზაინერი თამარ ზოიძე დახმარებას ითხოვს.

მას ესაჭიროება ოპერაცია, ორივე მენჯ-ბარძყის სახსრის ენდოპროტეზირება და მკურნალობა. ასევე MRI, X-RAY და ძვლის ლაბორატორიული კვლევები უცხოეთში, რისი შესაძლებლობაც მარტოხელა დედას არ აქვს და საზოგადოების დახმარების იმედი აქვს.

გთხოვთ, გავერთიანდეთ მის დასახმარებლად, რომ ისევ შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება და მუშაობის გაგრძელება.

დიაგნოზი: ორმხრივი დისპლაზიური კოქსართროზი, ორმხრივი ალგიური სინდრომით და კიდურების ფუნქციის მოშლით.

ანგარიშის ნომერი GE72BG0000000867231700

თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ მის დასახმარებლად.