“დღეს უნივერსიტეტიც გლოვობს”

"დღეს უნივერსიტეტიც გლოვობს"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა 1921 წლის 25 თებერვლის გლოვას, რადგან ამ დღეს ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგვა.

ამ დღეს ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი ასე იხსენებდა:

“შევწყვიტე უნივერსიტეტში ლექციები, ურდული გადავკეტე ცოდნის ტაძრისა.. დღეს უნივერსიტეტიც გლოვობს მშობელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვას.. სასწავლებლის კარიც ჩაკეტილია, ახლა თუ უნდა მოვიდნენ, ბევრს ვეღარას დაგვაკლებენ.. რას ვიფიქრებდი, ასე მწარედ თუ მოგვიბრუნდებოდა ბედნიერება?

ბოლშევიკები საქართველოს სიმსივნესავით რომ ედებოდნენ, ექვთიმე თაყაიშვილი დავიბარე და ასე ვუთხარ: ბოლშევიკები დღეს თუ ხვალ დედაქალაქში შემოვლენ. მე მეშინია, რომ ისინი ჩვენს სამუზეუმო განძეულობას გაანადგურებენ. გავიგე, რომ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში მიდის და მინდა, როგორმე ხმა მივაწვდინო ნოე ჟორდანიას, რომ თან წაიღონ ჩვენი სამუზეუმო და ეკლესია-მონასტრების განძეულობა. შენთვის, ჩემო ექვთიმე, ადვილია ნოე ჟორდანიასთან დაკავშირება, რომ ახლავე შეატყობინო ჩემი ეს თხოვნა-მეთქი.

მართლაც, იმ დღესვე გადასცა ნოეს ჩემი თხოვნა. ნოეს მდივნისთის იქვე უკარნახია ბრძანების ტექსტი, ქართველი ხალხის ეროვნული საკუთრების დროებით უცხოეთში გატანისა და მის მეთვალყურედ ექვთიმეს დანიშვნის შესახებ. უარი განაცხადა თურმე ექვთიმემ უცხოეთში წასვლაზე, მაგრამ ნოემ დაარწმუნა შემდეგ ამ გადაწყვეტილების სისწორეში, ჩვენს საგანძურს ხომ ღირსეული მცველი სჭირდება!”