8 თებერვალი, 2019

დავით აღმაშენებლის დანაბარები – გულზე ფეხი დამადგით

დავით აღმაშენებლის დანაბარები - გულზე ფეხი დამადგითმითია თუ რეალობა, რომ დავით აღმაშენებლის დანაბარებია – გულზე ფეხი დამადგით, რაც პოეტ ანა კალანდაძის გენიალური ლექსის “ფეხი დამადგით გულზე ყოველთა” დაწერის მიზეზი გახდა.

ნინო ნატროშვილი:

“36 წლიანი მეფობის შემდეგ, 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა 52 წლის მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰინშა, დავით IV, აღმაშენებლად წოდებული. „დატოვა ქვეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღუამდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწამდე.“

თბილისიდან გელათში გადაასვენეს და კარიბჭეში დაკრძალეს. ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს ცნობა, მართლაც დაიბარა თუ არა, გულზე ფეხი დამადგითო, მაგრამ ლეგენდაც ხომ უსაფუძვლოდ არ იქმნება.

არც არსენ იყალთოელის ეპიტაფიაა შემთხვევითი:

„ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღუართა იქით გამეხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედან დამესხნეს.“

დავითის მიერ აღორძინებულმა საქართველომ ერთი საუკუნე იარსება.”