დათა თავაძის წარმატება დრეზდენში

დათა თავაძის წარმატება დრეზდენშირეჟისორ დათა თავაძის წარმატება გერმანიის ქალაქ დრეზდენში. რეჟისორმა დრეზდენელ მაყურებელს ფრიდრიხ შილერის “ვერაგობა და სიყვარული” შესთავაზა. დათასთან ერთად სპექტაკლზე ქართველმა კომპოზიტორმა ნიკა ფასურმა იმუშავა.

პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. ქართველი რეჟისორის ნამუშევრის შესაფასებლად გერმანიაში მისი ოჯახის წევრებიც ჩავიდნენ – მამა მსახიობი ნიკა თავაძე, ბებია მაკა მახარაძე, დეიდა ანუკა მურვანიძე, მსახიობი ზაალ ჩიქობავა…

პრემიერის შემდეგ დამსწრე მაყურებელმა რეჟისორი და შემოქმედებითი ჯგუფი ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.