“ჩემი ცოლის დაქალები” ახალ სეზონს იწყებს

"ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს იწყებსტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ახალ სეზონს იწყებს.

პოპულარული სერიალი ყველა თაობისათვის არის საინტერესო და საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემეტიკას ეხება.

შემოქმედებითი გუნდის გადაწყვეტილებით, ახალი სეზონი გურიიდან დაიწყება. სერიალის ძირითად მსახიობებთან ერთად კინოეკრანზე ოზურგეთის თეატრის მსახიობებსა და ოზურგეთელებს ვიხილავთ.

ოზურგეთის თეატრში შესარჩევი კონკურსი რეჟისორმა ეკა მჟავანაძემ და მისმა ასისტენტმა ფორმულა “კრეატივში” შესარჩევი კონკურსის რეჟისორმა, მსახიობმა ნოშრე ფელინმა იგივე პაატა ქვლივიძემ ჩაატარეს.

სერიალში ჩართული იქნებიან არა მარტო ოზურგეთის თეატრის მსახიობები, არამედ გურიის კოლორიტები, ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი რამდენიმე სერიაში დაკავდებიან. მოქმედება გურიაში, სავარაუდოდ, სოფელ ლიხაურში მიმდინარეობს.