6 თებერვალი, 2019

ბესიკ ხარანაულის ჩანაწერი, რომელიც სიამაყით აგავსებთ

მოუსმინეთ ბესიკ ხარანაულსმწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის წიგნი “მთავარი გამთამაშებელი” მისი 50-წლიანი შემოქმედებიდან ერთ-ერთია.

“სიტყვა არტიკლდაუცვეთელ ენებს” კი ერთ-ერთია ლექსია ამ წიგნიდან, რომლის წაკითხვის შემდეგ სიამაყით აივსები და განსაკუთრებით ბედნიერი გახდები, რომ ქართული შენი მშობლიური ენაა:

“სიტყვა არტიკლდაუცვეთელ ენებს
გწერთ მე ამას, ჩემს არტიკლდაცვეთილ ენაზე,
ძველისძველზე იმდენად, რომ სქესიც კი არ გააჩნია
და ისევე იწერება, როგორც წარმოითქმის.
იცვლის ბატონებს და თვითონ არ იცვლება
და ელის თავის დროს,
რადგან სახარებაში ამა ენას ლაზარე ჰქვიან.
გწერთ მე ამას, ჩემს არტიკლდაცვეთილ ენაზე,
რომლის მცველი რაინდიც ზმნაა,
მიწვდენილი იმდენად ზენაარსს,
რომ სხვა ენაზე ვერ ითარგმნებიან ზმნის პოეტები.
……………………
რადგან ამ ენაზე თხრობა არ ეწყობა:
უთუოდ ზმნის გამო,
რომელსაც, ძალა თუ დაადგა, ოთხპირი ხდება
და დაგებულ საწოლიანად გაიტაცებს წინადადებას –
თითქოს მხედრის სული მიქროდეს…
ნახეთ, ჯერ რა დემოკრატიაა, რომ მეტყველებისგან
გაუცნობიერებლად, თავისთავში გამოხატავს სუბიექტსაც და
ობიექტსაც და ამაში ცნობიერდება ქართული სული, რომ მარტო სუბიექტი კი არა ჰყავს გამოწყობილი, არამედ ობიექტიც, რომ პირველი და მეორე პირი ერთმანეთში ადგილებს იცვლიან,
რომ ზმნაში პირველი პირის ნიშანი კი არ არის წარმოდგენილი,
არამედ მეორესი – სტუმარია წინ დაყენებული -‘მოდი-ს
სტუმარი-ს’მეორე პირის ნიშანია, მასპინძელი კი არ არის
ზმნაში წინ, არამედ სტუმარი, სუბიექტი კი არ აღნიშნავს თავს,
არამედ გზას უთმობს ობიექტს…”