18 თებერვალი, 2019

ბერა და კახა კალაძე რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაში

ბერა და კახა კალაძე რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაშიმომღერალი ბერა ივანიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების საუკეთესო 50-ეულში მოხვდნენ.

საუკეთესოთა რეიტინგი GQ-მ გამოაქვეყნა და მასში წარმოდგენილი არიან რუსი სპორტსმენები, მედიამენეჯერები, რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, ტელეწამყვანები, ბიზნესმენები, მოდელები, მწერლები, პროდიუსერები…

ბერა ივანიშვილი საუკეთესო 50-ეულში მეცხრე ადგილზეა, კახა კალაძე კი მეექვსე ადგილს იკავებს. მათთან ერთად ამ ჩამონათვალში მოხვდა კიდევ ერთი ქართველი – მუსიკოსი ლევან გოროზია, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა.

რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების 50-ეულში პირველობა მუსიკოსმა ფედუკმა არავის დაუთმო. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ ტელეწამყვანი ივან ურგანტი, მუსიკოსი სერგეი შნუროვი, რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი, წამყვანი ანდრეი მალახოვი, მომღერალი ფილიპ კირკოროვი, რეჟისორი ანდრეი ზვიაგენცევი, მუსიკოსი და მომღერალი დიმიტრი მალიკოვი…

მუსიკოსი ლევან გოროზია