“ასე გამოიყურება დღეს ვახტანგ გორგასლის ძეგლი”

"ასე გამოიყურება დღეს ვახტანგ გორგასლის ძეგლი"ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისის შუაგულში დგას და ცხენზე ამხედრებული მეფე ამაყად გადმოყურებს დედაქალაქს.

მარინა აბულაძე ძეგლის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

“აი, ასე გამოიყურება დღეს ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც, ერთმა ჩვენმა მეგობარმა პაატა ჩხენკელმა თავისი სახსრებით გაასუფთავა და ეს არავის შეუმჩნევია….

გორგასლის ძეგლის გარდა, ქვემოთ, ევროპის მოედანზე თუ შეგიმჩნევიათ, წრეზე ჩაბინძურებული ბორდიური რომ გადაღებილია წითელ და თეთრ ფერებში, ეგეც მაშინ გააკეთა.

ძეგლზე კი თურქეთიდან ჰყავდა სპეციალისტები ჩამოყვანილი თავისი აპარატურით და რაღაც სპეციალური სითხით, რომელიც ძეგლს არ აზიანებს. ეს ძეგლი დღიდან დადგმისა არასდროს არ გაწმენდილა, ვერ წარმოიდგენთ რა დღეში იყო…..

“გახსნაზე” მარტო მე და თურქი მუშები ვიყავით და კიდევ ვიღაც ჩინოვნიკი მოვიდა ცოტა ხნით მერიიდან. წვიმიანი დღე იყო და დასველებას მოერიდნენ ალბათ…

სიმართლე გითხრათ, გული დამეწვა. სხვა რამდენიმე ძეგლის გაწმენდასაც აპირებდა და კიდევ სიონის. არ მოვყვები ახლა რატომ ვერ მოხერხდა…

მაშინ მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გინდაო, მთხოვა. ვერც ვერავინ შეამჩნია მას შემდეგ, რომ სულ სხვა ფერის გორგასალი დგას პლატოზე და გულისამრევად აღარ გამოიყურება.

აი, როგორი იყო რესტავრაციამდე და როგორია დღეს!”

"ასე გამოიყურება დღეს ვახტანგ გორგასლის ძეგლი"

"ასე გამოიყურება დღეს ვახტანგ გორგასლის ძეგლი"