7 თებერვალი, 2019

არაჩვეულებრივი ინიციატივა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით

არაჩვეულებრივი ინიციატივა ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებითპოეტისა და მთარგმნელის ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი ინიციატივა ვრცელდება.

ირაკლი მილაძე:

“კასპელებო, მაქვს იდეა და დიდი სურვილი, რომ 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კასპში გაიხსნას პირველი პრეზიდენტის ქუჩა და ამავდროულად დაიდგას ბიუსტი.

რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება თქვენი ჩართულობის და აქტიურობის გარეშე. ამიტომ, მსურს გამომეხმაუროთ და საინიციატივო ჯგუფი ჩამოვაყალიბოთ, რომლის მეშვეობითაც ამ იდეას განვახორციელებთ.

მგონი სირცხვილია, რომ ჩვენს რაიონში არ არის ამ დიდი დისიდენტის, მთარგმნელის, მწერლის, პუბლიცისტის, ეთნოგრაფის და პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის არანაირი გამოსახულება, ქუჩა, ან ნიშანი, რომ მისი სახელი უკვდავყოფილი იქნას.”