აი, რატომ უნდა გვიყვარდეს დავით აღმაშენებელი

აი, რატომ უნდა გვიყვარდეს დავით აღმაშენებელიმეფე დავით აღმაშენებელი ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი მეფეა, თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებიც ამ გენიალურ მეფეს კიდევ უფრო შეგვაყვარებს.

გოგა ჩანადირი:

“ვიცოდეთ და გვახსოვდეს:

16 წლის ბიჭი უკვე სახელმწიფოს მართავდა.
20 წლისამ ურჩი ფეოდალები დაამარცხა და საქართველოს განმტკიცება დაიწყო.
26 წლისამ თურქებს ხარკი შეუწყვიტა და მიანიშნა, რომ უკვე დამოუკიდებელი მეფე იყო.
27 წლისამ ქვეყნიდან სელჩუკების განდევნა დაიწყო.
29 წლისამ კახეთ-ჰერეთი საქართველოს შემოუერთა.
30 წლის ასაკში იმდროინდელ მსოფლიოში ქვეყანის ეკონომიკა ყველაზე მზარდი გახადა.
31 წლისამ ძირეული საეკლესიო რეფორმა განახორციელა.
32 წლისამ სამხედრო რეფორმა დაასრულა და ქართული ჯარი ახალ სტანდარტებზე აიყვანა, რომელსაც ომი არ წაუგია.
33 წლისამ გელათის აკადემიისა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო.
34 წლისამ სამართლის რეფორმა განახორციელა.
შემდეგ წლებში ერთმანეთის მიყოლებით თურქ-სელჩუკებისგან გაათავისუფლა საქართველოს კუთხეები და ქალაქები, ასევე, მეზობელ ტერიტორიები და ქვეყანას უერთდებდა ან მფარველობდა.
48 წლის ასაკში დიდგორში მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უთანასწორო ომი მოიგო. მისი სამხედრო მიმართვა კი საუკეთესოთა შორის შევიდა.
49 წლის ასაკში საქართველოს გათავისუფლებული თბილისი დაუბრუნა.
51 წლის ასაკში დმანისის სახით უკანასკნელი ქართული ქალაქი გაათავისუფლა. ანისის დაბრუნებით უკანასკნელი სელჩუკები გაყარა სომხეთიდან.
52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვერ დაიტევს დავით აღმაშენებლის ღვაწლზე საუბარს ეს ჩემი წერილი.
36 წლის მანძილზე გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს შეუძლია.
ამ კაცში ნამდვილად იყო ღვთიური, ზებუნებრივი ძალა.
ჩვენი ერი ბედნიერია, რომ დავით აღმაშენებელი ჰყავდა.
მე მიყვარს დავით აღმაშენებელი!”